გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კელი დეგნანი: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, ის არის ფილანტროპი

5-02-2022

ბატონი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს. ელჩის თქმით, ბევრი ქართველი პატივს სცემს ივანიშვილის კონტრიბუციას.


„ჩვენ ყველა ქვეყანაში, ძირითადად, არჩეულ ლიდერებთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ასევე ვესაუბრებით და ვხვდებით ყველა გავლენიან ქართველს საზოგადოების მთელ სპექტრში - იქნება ეს ბიზნესი, კულტურა, მედია თუ სხვა. ბატონი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. ბევრი ქართველი პატივს სცემს მის კონტრიბუციას - მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და, შედეგად, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს, მისი პერსონალური გადაწყვეტილების გამო, რომ გასულიყო პოლიტიკიდან“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.