7-02-2022
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების შესახებ და განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივები, მერმა მოისმინა ინფორმაცია ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
სერგო ხიდეშელმა ყურადღება გაამახვილა ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ. ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე, მისი დავალებით აღნიშნული პროექტები შესაბამისი სამსახურების მიერ ყოველდღიურ კონტროლზე უნდა იქნას აყვანილი.
სერგო ხიდეშელის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღებით და პასუხისმგებლობით უნდა გადაიხედოს თითოეული საკითხი, რომ მიმდინარე სამუშაო წელი, წარმატებულად წარიმართოს.