გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ოთხი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელა

7-02-2022

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის წევრის კახაბერ კუჭავასთვის  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა. საკითხის განხილვის საფუძველს კახაბერ კუჭავას 2021 წლის 27 დეკემბრის წერილობითი განაცხადი წარმოადგენდა. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.


კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის, შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხიც განიხილეს.


საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, პარლამენტის წევრს, შალვა ნათელაშვილს საშემოდგომო სესიის 15 პლენარული სხდომა გაცდენილი აქვს არასაპატიო მიზეზით და მას რეგლამენტით განსაზღვრული არც ერთი დოკუმენტი გაცდენების საპატიოდ ჩათვლის მიზნით არ წარუდგენია.


„აქედან გამომდინარე კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის „გ" ქვეპუნქტის შესაბამისად პარლამენტი უფლებამოსილია შალვა ნათელაშვილს ვადამდე შეუწყვიტოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.


კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზეც იმსჯელეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, პარლამენტის საშემოდგომო სესიის 15 პლენარული სხდომის საპატიო მიზეზების გარეშე გაცდენის გამო პარლამენტის წევრს ელენე ხოშტარიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება.პარლამენტის წევრის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ ცნობის გამო, კომიტეტმა მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.


ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა განაჩენის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ, რაც საფუძველს იძლევა, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი მუხლების თანახმად მას ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.