გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ადგილები საქართველოში, რომელთა ნახვაც უცხოელებს ყველაზე მეტად სურთ

8-05-2018

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტული კომპანიების კვლევა ჩაატარა. კვლევაში 15 უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის 130-მდე სტუდენტი იყო ჩართული.

გამოიკითხა 192 შიდა, გამყვანი და შემომყვანი ტურისტული კომპანია. მიღებული შედეგების მიხედვით, 2017 წელს გაზრდილია როგორც შიდა, შემომყვანი და გამყვანი ტურების, ასევე ტურისტების რაოდენობაც. 

კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი:

გამოკითხულ ტურისტულ კომპანიათა 45.5%-მა თქვა, რომ შიდა ტურების რაოდენობა გაზრდილია, ხოლო 50%-მა აღნიშნა, რომ გაიზარდა შიდა ტურისტების რაოდენობაც.

რაც შეეხება შემომყვან ტუროპერატორებს, გამოკითხულთა 62.1% მიიჩნევს, რომ გაიზარდა ტურების რაოდენობა, ხოლო 63.6% საუბრობს გაზრდილი შემომყვანი ტურისტების რაოდენობაზეც.

გამყვანი ტურების რაოდენობა გაიზარდა გამოკითხულთა 65.4%-თვის, 66.7%-მა კი აღნიშნა, რომ გაზრდილია გამყვანი ტურისტების რაოდენობაც.

ყველაზე ხშირად განხორციელებად შიდა ტურებში გამოკითხულ ტურისტულ კომპანიათა უმეტესობამ დაასახელა კახეთი, თბილისი და მცხეთა-მთიანეთი. შემომყვანი ტურების უმეტესობა კი თბილისში, კახეთსა და აჭარაში განხორციელდა. 

შემომყვანი ტუროპერატორების მიერ დასახელებული ძირითადი მიზნობრივი ბაზრებია: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი და გერმანია. გამყვანი ტუროპერატორებისთვის კი ძირითად მიზნობრივ ბაზრებს წარმოადგენს შემდეგი ქვეყნები: თურქეთი, ეგვიპტე, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი. 

გამოკითხულ ტურისტულ კომპანიათა უმეტესობისთვის ყველაზე გაყიდვადი შიდა ტურები ქალაქებიდან მოიცავდა თბილისს, მუზეუმებიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ვარძიას, დაცული ტერიტორიებიდან მარტვილს.

შემომყვანმა ტუროპერატორებმა ყველაზე პოპულარულ ადგილებად სვეტიცხოველი და ბორჯომის დაცული ტერიტორიები დაასახელეს; თბილისში ყველაზე მონახულებულ ადგილად დასახელდა ძველი თბილისი, ნარიყალა და მთაწმინდა. 

ტურისტული კომპანიების განცხადებით, შემომყვანი ტურისტების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება კულტურულ და ღვინის ტურებზე. 

შემომყვანმა ტუროპერატორებმა ტოპ მოთხოვნილ ფრენებში დაასახელეს შემდეგი მიმართულებები: მადრიდი, შანხაი, ტოკიო, საუდის არაბეთი, ნიუ-იორკი, ტაშკენტი, რომი, ინდოეთი და სეული. გამყვანი ტუროპერატორების ტოპ მოთხოვნილ ფრენებს შორის კი მოხვდნენ შემდეგი მიმართულებები: პარიზი, რომი, ბარსელონა, მადრიდი, ბრიუსელი, ინდოეთი და ბანგკოკი. 

გამყვანი ტურისტული კომპანიების განცხადებით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება საზღვაო და საექსკურსიო გამყვან ტურებზე.

კვლევის დახმარებით განისაზღვრა მოგზაურების ძირითადი ბაზრები, მონახულებული და პოპულარული ადგილები, შეთავაზებული ტურების ტიპები და სხვა. 

imedinews.ge