გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რომეო მიქაუტაძე თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

8-02-2022

„სამხრეთის გაზის დერეფნის" მრჩეველთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, რომელიც აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში გაიმართა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ალფარსლან ბაირაქტარს შეხვდა.


შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.


შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს „სამხრეთის გაზის დერეფნის" სრულფასოვანი ამოქმედების მნიშვნელობას როგორც რეგიონული, აგრეთვე ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.


მინისტრის მოადგილეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში გაწეულ სამუშაოებს და გამოკვეთეს პრიორიტეტული მიმართულებები, რომელზეც სამომავლოდ განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება.


რომეო მიქაუტაძემ თურქ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, რომლის მიზანია დარგში თანამედროვე საბაზრო მექანიზმების დამკვიდრება, კონკურენციის განვითარება, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და ადგილობრივი მომხმარებლის უფლებების მეტ დაცვას.


მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების, ენერგეტიკაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ორი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის უფრო მეტად დასაკავშირებლად დამატებითი ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მნიშვნელობაზე.