გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თიბისის ციფრულ ბანკში კომუნალური გადასახადების გადახდა მარტივადაა შესაძლებელი

8-02-2022

თიბისის ციფრულ ბანკში სხვადასხვა საბანკო პროდუქტით და სერვისით სარგებლობა დისტანციურადაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნადზოგავს მომხმარებლის დროს. 

 

ერთ-ერთი ასეთი მომსახურება - მობაილბანკით კომუნალური გადასახადების  გადახდაა. მომხმარებელსშესაძლებლობა აქვს, თიბისის ციფრულ ბანკში კომუნალური გადასახადების ავტომატური გადარიცხვის ფუნქციონალი გააქტიუროს და კომუნალური გადასახადების საფასური ყოველი თვის განსაზღვრულ რიცხვში  ავტომატურად, მისთვის სასურველი ანგარიშიდან გადაიხადოს. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი  საკომისიო გადასახადისგან თავისუფლდება.

 

ამასთანავე, თიბისის მობაილბანკს კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალიც აქვს, რაც არსებული ანახალი  კომუნალური გადასახადების შაბლონების დაჯგუფების და მათი სასურველი ტიპის ჯგუფში გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა.  ასე გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო უმარტივებს და ზოგავს მის დროს.

 

მობაილბანკში სერვისების და პროდუქტების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით თიბისის გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს არაერთ ინოვაციურ სიახლეს სთავაზობს.

 

დეტალური ინფორმაცია კომუნალური გადასახადების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.products.tbconline.ge/utilities