გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ონში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

8-02-2022

ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი თემატური საღამო: ,,შენ ხარ მოძღვარი, მოძღვართა შორის" გაიმართა.


ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა, წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული უნიკალური ლიტერატერატურა, აგრეთვე გამომცემლობა პალიტრას მიერ გამოცემული საინტერესო წიგნების სერიალი „ქართველი მეფეები, პატრონნი და მსახურნი ერისანი".


პოეტმა ანა ერისთავმა დამსწრე საზოგადოებას დავითობა მიულოცა, ისაუბრა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, წაიკითხა ლექსები, როგორც ცნობილი მწერლების, ასევე საკუთარი შემოქმედებიდან.


ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში, ასევე ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.