გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კომუნიკაციების კომისია უსაფრთხო ინტერნეტის მსოფლიო დღეს სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება

8-02-2022

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პარტნიორებთან ერთად გახსნა.  ივანე მახარაძემ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების გამოწვევებზე, ასევე ყალბ ინფორმაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. კომისიის წევრმა საზოგადოებას  მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიის  პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება კომისიის მთავარ პრიორიტეტად რჩება.  მახარაძის თქმით, კომუნიკაციების კომისია ევროპული პრაქტიკის შესაბამისად ახალ პროექტებს იწყებს, რომლებიც ყველა სამიზნე აუდიტორიას მისცემს შესაძლებლობას ისწავლონ, როგორ მოახდინონ ინფორმაციის დიდ ნაკადთან გამკლავება და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება.
 
უსაფრთხო ინტერნეტის მსოფლიო დღე კომისიის წევრთან ერთად,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა, „ინტერნეტ საზოგადოების" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ რატი სხირტლაძემ და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ გახსნეს. 
 
„ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში და იმ უზარმაზარ სიკეთეებთან ერთად, რომელიც მას ახლავს თან, გაჩნდა ისეთი გამოწვევები, როგორებიცაა ყალბი ინფორმაცია, დეზინფორმაცია, კიბერბულინგი და სხვა. ეს განსაკუთრებით ციფრულ მედიას უკავშირდება, სადაც თავს იყრის უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია, რომელიც ძალიან დიდი სისწრაფით ვრცელდება და ადამიანებს უჭირთ ნამდვილი და მოგონილი ინფორმაციის გარჩევა, თავის დაცვა კიბერბულინგისაგან, თუ მათ არ აქვთ ციფრული წიგნიერების უნარ-ჩვევები. ინტერნეტ საფრთხეები კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ეს ეხება ჩვენს შვილებს. 
 
კომუნიკაციების კომისიის ამოცანაა, შევქმნათ უსაფრთხო და უკეთესი ინტერნეტ სივრცე და  ხელი შევუწყოთ ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებას. ჩვენ, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყება, ევროპული წარმატებული პრაქტიკის შესწავლისა და გამოყენების შედეგად, ვახორციელებთ არაერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელიც ციფრული წიგნიერების განვითარებას ემსახურება. ყველა პროექტი, რომელიც ამ მოკლე დროში პარტნიორებთან ერთად განვახორციელეთ, არის ევროპული წარმატებული პროექტი და რა თქმა უნდა, წარმატებული აღმოჩნდა ჩვენთანაც. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისგან გაჩნდა მნიშვნელოვანი მოთხოვნა ამ პროექტებზე." - განაცხადა ივანე მახარაძემ.
 
კომისიის წევრმა მოხსენებისას ყურადღება გაამახვილა მედიაწიგნიერების მიმართულებით სკოლებსა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაზე და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტზე ისაუბრა.
 
„სკოლების გარდა, ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან და გვაქვს ძალიან კონკრეტული შედეგები. ამ მიმართულებით ვაძლიერებთ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ყველა უნივერსიტეტი დაიწყებს მედიაწიგნიერების სწავლებას. ვმუშაობთ ეთნიკურად მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობასთან, რადგანაც მათ განსაკუთრებით სჭირდებათ ციფრული წიგნიერების უნარ-ჩვევები. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტი, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და რომელიც ევროპული ღირებულებების წარმოჩენითა და მედიაწიგნიერებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას დაეთმო. მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების საკითხებს." - განაცხადა კომისიის წევრმა.
 
ივანე მახარაძემ ასევე საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისია საქართველოს რეგიონების მოსახლეობისთვის ციფრული შესაძლებლობების გაზრდას უწყობს ხელს. ინტერნეტიზაციის პროექტს საქართველოს მთავრობა, "ოუფენ ნეტი" და კომუნიკაციების კომისია  მსოფლიო ბანკის  და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს 1000 სოფელს და 500 000 მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ფართოზოლოვან, მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდეს და ისარგებლოს ისეთი ციფრული სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, დისტანციური სწავლება, ელექტრონული მმართველობა და ა.შ.
 
კომუნიკაციების კომისია ინტერნეტის უსაფრთხო დღის მსოფლიო ინიციატივას ყოველწლიურად უერთდება.