გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საპენსიო საკითხებზე ვაშაძის ინიციატივები მიმართულია არა არსებული მოდელის გასაუმჯობესებლად, არამედ წლობით აწყობილი სისტემის ნგრევისაკენ - გიორგი ცუცქირიძე

8-02-2022

ანალიტიკოს გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, რომელიც მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა, "ოპოზიციის პოპულიზმი და ფეიკზე აგებული, რაც მთავარია კრეატივისაგან დაცლილი პოლიტიკა ყველაზე კარგად ბოლო ორმა არჩევნებმა დაადასტურა."


ცუცქირიძის თქმით, განსაკუთრებით ბოლო ადგილობრივი არჩევნები იყო თავისებური ინდიკატორი, სადაც ოპოზიციამ და განსაკუთრებით ნაციონალების ფაქტიურად სატელიტებად ქცეულმა ოპოზიციამ, პარლამენტის საბოტაჟირებული ბოიკოტით ის შედეგიც კი ვერ გაიმეორა რაც საპარლამენტოზე ჰქონდათ.

"ეს თანაბრად ეხება ლელო საც, სტრატეგია აღმაშენებელსაც, და გირჩსაც.


ოპოზიციის ხალხის რეალურ მოთხოვნებთან და სოციალურ საკითხებთან სერიოზული აცდენა, "ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის" იგივე ენ დე აის ბოლო კვლევამაც აჩვენა.


დღეს რამდენიმე ოპოზიციური პარტია მუდმივად ცდილობს, სოციალური თემატიკის მანტია მოირგოს და პენსიონერების დამცველ უალტერნატივო მხარედ წარმოჩინდეს, რაც ე.წ საპენსიო სესხების თემის აქტუალიზაციის მცდელობაში ვლინდება. ამ საკითხის პოპულიზმში ვაშაძე ჯუნიორმა, პარტია "მოქალაქეებსაც" კი გადაუსწრო.


დავიწყებ ტერმინოლოგიური საკითხით. ბუნებაში არანაირი საპენსიო სესხი არ არსებობს, მოქმედი საბანკო კანონმდებლობით ეს არის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი, რომელსაც კომერციული ბანკები გასცემენ სესხის ზომასთან შესაბამისი შემოსავლის საფუძველზე, იქნება ეს ხელფასი, პენსია თუ ფულადი გზავნილები და აქვე ხაზს ვუსვამ, იმისდა მიუხედავად თუ რომელ კომერციულ ბანკში ერიცხება აპლიკანტს შემოსავალი.


მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩვენგან განსხვავებით კომერციულ ბანკებთან ერთად ფუნქციონირებს საფოსტო და შემნახველი ბანკებიც, რომლებიც კომერციული ბანკისაგან განსხვავებით არ ემსახურებიან მიმდინარე ანგარიშებს და სესხებსაც მის დეპოზიტარებზე გასცემენ, როგორც წესი შედარებით მცირე ზომის სამომხმარებლო სესხებს.


ამ ტიპის ბანკების დიდი ნაწილი სახელმწიფო ბანკებია და კომერციული ბანკებისაგან იმითაც განსხვავდებიან, რომ მათი მომსახურების ფიზიკური არეალი ქვეყნის მთელ ტერიტორიას ფარავს, მცირე დასახლებების ჩათვლით. შესაბამისად, ფისკალური ხარჯებიც ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან იფარება.

რახან ლიბერთი ბანკზეა საუბარი, ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც კომერციული ბანკი და ისიც ორდონიან საბანკო სისტემაში, სახელმწიფო ბანკების არარსებობისას სხვა კომერციული ბანკებისაგან განსხვავებით ფარავს რა ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს, ფილიალების და სერვის ცენტრების სახით, ყველა ხარჯს, დისტრიბუციის ხარჯების ჩათვლით თავად იხდის.


დისტრიბუციის ხარჯს რაც შეეხება, ფასწარმოქმნისას რაც უფრო მცირე ზომისაა სესხი, და რაც უფრო წვრილ თანხებად გაიცემა, რა თქმა უნდა ეს მოქმედებს ფასზე. შესადარებლად ერთ პირზე გაცემული 100 000 ლარიანი იპოთეკური სესხი, 1000 პირზე გასაცემი 1000 ლარიან სესხთან შედარებით, გაცილებით ნაკლებ დისტრიბუციის ხარჯს მოითხოვს, დროის და ადამიანური რესურსების თვალსაზრისითაც.


ამიტომაც არის, რომ მსხვილი იპოთეკური ან ბიზნეს სესხები უფრო დაბალ პროცენტში გაიცემა, ვიდრე მცირე, მით უმეტეს არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხები და მათი შედარება საშუალო საპროცენტო განაკვეთთან არარელევანტურია.


შესადარებლად, გაცილებით ზუსტ სურათს სხვა ბანკების მცირე მოცულობის 1000 დან 2000 ლარამდე სამომხმარებლო სესხების განაკვეთები გამოდგება, შესაბამისად, ლიბერთის სესხების არასაბაზრო განაკვეთზე, მით უმეტეს ექსკლუზიურობაზე აპელირება, კიდევ შეიძლებოდა, თუ ამ ტიპის სესხებზე ბანკის განაკვეთები უმეტესწილად საბაზრო განაკვეთებზე მაღალი იქნებოდა.


მაგრამ, ბაზარზე თუ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებია და 1000-ლარიანი სესხი, რომ აიღოს ადამიანმა, თუ უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ლიბერთიში სესხის აღება, მაშინ უბრალოდ გაუგებარია საერთოდ რომელ კონკურენციის გაუმჯობესებაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც პენსიონერებს დღესაც აქვთ საკრედიტო დავალიანებები სხვა ბანკებში, და შესაბამისად არც სესხის აღებაა პრობლემა, მით უმეტეს დღეს ბაზარზე ამ ტიპის სესხებზე მოქმედი 26 პროცენტიანი ნომინალური განაკვეთის 20 პროცენტზე ქვევით დაწევაზე რასაც ბატონი ვაშაძე ასერიგ ცდილობს დაგვარწმუნოს?


აბსოლუტურად პოპულისტურია მისი ახალი ინიციატივაც, რომლის თანახმადაც ძირითადი ურბანული დასახლებების გარდა, ანუ მცირე დაბებსა და დასახლებებში ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს პენსიის დარიგების ღირებულება. ეს არის მორიგი ღია კარის მტვრევის მცდელობა, როგორც უკვე ავღნიშნე დღეს ყველა ხარჯს ლიბერთი ბანკი ფარავს და ბიუჯეტს პენსიის დარიგება არანაირ ტვირთად არ აწევს?!


საბოლოოდ მთელი ეს აურზაური, პირადი ქულების დასაწერად, მიმართულია არა არსებული მოდელის გასაუმჯობესებლად, არამედ უკვე წლობით აწყობილი და აპრობირებული სისტემის ნგრევისაკენ, ბიუჯეტისათვის დამატებითი სოციალური ხარჯების "აკიდებით", რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, ვერც საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს და ვერც რისკის ფასს დაწევს, რომელიც ამ ტიპის სესხებზე 60 წლის ზევით სიცოცხლის დაზღვევის არ არსებობის გამო, არის 5%, ნაცვლად საშუალო 2 % ისა, და ეს არის ბანკის ზარალი ფიზიკური პირის გარდაცვალებისას" - წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.