გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხის მერი საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

8-02-2022

ქალაქ ახალციხის №5 საბავშვო ბაგა ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას დღეს, მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იოსებ ალიბეგაშვილი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი გაეცნენ.


სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობის, საკვები პროდუქტებით მომარაგებისა და მათი ხარისხის კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა ა(ა)იპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა. დღესვე, საბავშვო ბაღს ახალი სათამაშოები და საკანცელარიო ნივთებიც გადაეცა.


მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება მიმდინარე წლის იანვრიდან 100 ლარით გაიზარდა და ხელფასების ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.


ახალციხის მუნიციპალიტეტში 28 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევებს 1910 აღსაზრდელი ეუფლება.


ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.