გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ეკონომიკის სამინისტროს თანაორგანიზებით, საქართველოში უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

8-02-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ოფიციალურად გახსნა უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ - კონფერენცია. ამით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეუერთდა მსოფლიო ინიციატივას, რომლის მიზანია, მხარი დაუჭიროს ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიის პოზიტიურ და უსაფრთხო გამოყენებას ბავშვებისა და მოზარდების, ახალგაზრდებისა და მშობლების  მიერ ინფორმირებულობის დონის ამაღლების გზით.


„უსაფრთხო ინტერნეტის დღის" მიზანია ინტერნეტში ისეთი ქცევების ჩამოყალიბება და ხელშეწყობა, ისეთი უსაფრთხო და უკეთესი ინტერნეტის  შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს ტექნოლოგიები პასუხისმგებლობის, სხვებისადმი პატივისცემის, კრიტიკული მიდგომის და შემოქმედებითი აზროვნების საფუძველზე. მოძრაობა ცდილობს ხმა მიაწვდინოს ბავშვებს, ახალგაზრდებს, მშობლებს, მასწავლებლებს, განათლების და სოციალური სფეროს მუშაკებს, ასევე ბიზნესებს, პოლიტიკოსებს და სხვა პასუხისმგებელ პირებს, რათა ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს უკეთესი ინტერნეტის ჩამოყალიბებაში.


გლობალური, საზოგადოებრიობის მიერ წარმართული „უსაფრთხო ინტერნეტის დღე" წაახალისებს ყველას, რომ გაერთიანდეს და თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში, რისთვისაც ბევრი საშუალება არსებობს:

●             ბავშვებს და ახალგაზრდებს შეუძლიათ უკეთესი ინტერნეტის შექმნა სხვებისადმი კეთილგანწყობილი მიდგომით, ერთმანეთზე ზრუნვით, ინტერნეტში საკუთარი და სხვების რეპუტაციის გაფრთხილებით და იმ შესაძლებლობების კეთილად გამოყენებით რომლებიც ინტერნეტში თანამშრომლობის, მასალების შექმნისა და გაზიარების საშუალებას იძლევა

●             მშობლები და აღმზრდელები გადამწყვეტ როლს თამაშობენ იმაში რომ ბავშვებმა ტექნოლოგიები მეტი პასუხისმგებლობით გამოიყენონ ერთმანეთისადმი პატივისცემის, კრიტიკული ხედვის და შემოქმედებითი აზროვნების საფუძველზე. ამ მიზნის მიღწევა შეიძლება მოხდეს ბავშვებთან დამარწმუნებელი და ღია საუბრების წარმართვით, იმის სწავლებით თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგია უსაფრთხოთ და კეთილი მიზნებისთვის, ბავშვისთვის ამ სფეროში მისაბაძი პიროვნებად ჩამოყალიბებით.

●             მასწავლებლების, განათლების და სოციალურ სფეროს წარმომადგენლების წვლილი უკეთესი ინტერნეტის შექმნისთვის გამოიხატება იმაში, რომ აღჭურვონ მოსწავლეები და სტუდენტები „ციფრული წიგნიერების" მაღალი დონით და განავითარონ მათი კრიტიკული აზროვნებაა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემთ უკეთ გაიკვალონ გზა ციფრულ სამყაროში. განავითარონ აღსაზრდელების უნარ-ჩვევები ინტერნეტში საკუთარი მასალების შექმნის, განთავსების და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მასწავლებლები და პედაგოგები უნდა ასევე გახდნენ საკუთარი მოსწავლეებისთვის მაგალითი ინტერნეტში დადებითი ქცევის თვალსაზრისით.

●             ბიზნესს შეუძლია უკეთესი ინტერნეტის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყოს  ინტერნეტში დადებითი მასალების განთავსებით და უსაფრთხო ინტერნეტ სერვისების წახალისებით. მომხმარებლებისთვის უფლებამოსილებას მიცემით მოახდინონ რეაგირება ნებისმიერ საკითხზე. ღია და ნათელი რჩევების და მარტივად გამოსაყენებელი ინტერნეტ უსაფრთხოების საშუალებების უზრუნველყოფით. პრობლემების გაჩენის შემთხვევაში სწრაფი და დროული მხარდაჭერის განხორციელებით.

●             გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკოსებმა საჭიროა უზრუნველყონ ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოთ აღნიშნული პროცესების წარმართვას. მაგალითისთვის, იმით რომ ბავშვებისთვისა და ახალგაზრდებისთვის შექმნილი იყოს შესაძლებლობები სასწავლო მასალებიდან მიიღონ მეტი ცოდნა უსაფრთხო ინტერნეტის შესახებ. იმით, რომ მშობლებსა და აღმზრდელებს ჰქონდეს წვდომა საჭირო რესურსებთან და მხარდაჭერის სერვისთან. ბიზნესი იყოს დაინტერესებული იმით რომ მოახდინოს ინტერნეტში განთავსებული მასალების და სერვისების თვითრეგულირება. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკოსებმა აუცილებელია გამოიჩინონ ინიციატივა მთავრობის საქმიანობასა და კანონმდებლობის დახვეწაში, რათა ციფრულ სამყაროში ბავშვთა დაცვის ეფექტური სტრატეგიის ფარგლებში მოხდეს ბავშვების და ახალგაზრდების უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა

●             თითოეულ პირს აქვს პასუხისმგებლობა შეიტანოს თავისი დადებითი წვლილი უკეთესი ინტერნეტის შექმნაში. ჩვენ ყველას შეგვიძლია წავახალისოთ ეს პროცესი სხვებისადმი კეთილგანწყობის და პატივისცემის გამოვლენით, შესაძლებლობების მოძიებით ინტერნეტში დადებითი მასალების შექმნასა და ადამიანების დაკავშირებისთვის. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება ინტერნეტში არსებულ მიუღებელი ან კანონსაწინააღმდეგო შინაარსის მასალების თუ ქცევის გამოვლენის შემთხვევაში.