გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 60 მილიონი ისესხა

8-05-2018

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების დღევანდელ 7-8 ამისის აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი და 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.270 პროცენტით, მაქსიმალური 7.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.277 პროცენტით განისაზღვრა.

2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდების აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 60 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.350 პროცენტით, მაქსიმალური 7.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.395 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა.

კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

imedinews.ge