გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

წყალტუბოში ოჯახს მე-18 საუკუნის მუსიკალური კარადა აქვს

8-05-2018

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში, თევდორაძეების ოჯახი ფლობს მექანიკურ მუსიკალურ კარადას, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას topnews.ge ავრცელებს.

ოჯახის თქმით, მუსიკალური კარადა საფრანგეთში, სავარაუდოდ, მე-18 საუკუნეშია დამზადებული. ის დღემდე უკრავს ფრანგულ და ქართულ მელოდიებს. 

როგროც თევდორაძეების ოჯახი ამბობს, ამ ნივთის სანახავად მათთან ბევრი ადამიანი მიდის.

"ჩვენ ეს მუსიკალური კარადა 1972 წლიდან გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ ის საფრანგეთში ორი საუკუნის წინ დამზადდა. მას 12 მელოდიის დაკვრა შეუძლია. 6 მელოდია ფრანგული, 6 კი ქართულია. ჩვენმა ოჯახმა ეს ანტიკვარული მუსუკალური კარადა თბილისში კოლექციონერი ოჯახისგან შეიძინა",- თქვა ლადო თევდორაძემ.

imedinews.ge