გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

9-05-2018

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 73 წელი გავიდა.


1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.


საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 ათასი ადამიანი წავიდა, მათგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. მეორე მსოფლიო ომში, საქართველომ, სტალინის სამშობლომ, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.


თბილისში, ტრადიციულად, ეს დღე ვაკის პარკში აღინიშნება, სადაც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები მივლენ. ვაკის პარკში მისვლას ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებიც გეგმავენ.


ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ომის ვეტერანებს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიულოცავენ.


ქვეყნები, სადაც 9 მაისს გამარჯვების დღე აღინიშნება: სომხეთი, აზებაიჯანი, ბელარუსი, პოლონეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, გერმანია, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, სერბეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, უზბეკეთი და იუგოსლავია.

pia