გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სურსათის კვლევის დეპარტამენტში შესული ნიმუშებისა და კვლევების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

14-02-2022

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში სურსათის, სასურსათო ნედლეულის, ცხოველთა საკვების და სასმელი წყალის კვლევები ტარდება.

 

დეპარტამენტში არსებული კვლევის მეთოდი სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO (ისო) 17025.

 

კვლევები მიმდინარეობს ზოგადი ქიმიის, ინსტრუმენტული კვლევებისა და მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიებში.  

 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მუდმივად ხდება კვლევის მეთოდების ნუსხის გაფართოება და ახალი მეთოდების დანერგვა. დღეისათვის, სურსათის კვლევის დეპარტამენტში ნიმუშების გამოკლვევა შესაძლებელია 140-ზე მეტ მაჩვენებელზე.ლაბორატორიაში არსებული კვლევების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობაშია და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო დონის მოთხოვნას. ლაბორატორიის მიერ გაცემული კვლევის შედეგები ობიექტური და ზუსტია.

 

დამატებითიინფორმაციალაბორატორიაშიარსებულისერვისებისადაფასებისშესახებიხილეთვებგვერდზე - http://sla.gov.ge/