« სექტემბერი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 |
14-02-2022
ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ შევქმენით კომისია, იმუშავეს საკითხზე და შეჯერდნენ, რომ პენსიონრების საპროცენტო განაკვეთი 26 %-ს არ აცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს, რაც კიდევ ერთი შვება იქნება ჩვენი პენსიონრებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს ეს საპროცენტო განაკვეთი იყო 80%, 90%, 100%-ზე მეტი.
„მინდა, კიდევ ერთ საკითხზე ჩავაბარო ჩვენს მოქალაქეებს ანგარიში, მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, როცა მე ვიყავი პარლამენტში, ერთ-ერთი ინიციატივა და მომართვა შეეხებოდა პენსიონრების საპროცენტო განაკვეთს, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო, დღს ჯერ კიდევ არის მაღალი. თუმცა მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს იყო 80%, 90%, 100%-ზე მეტი. ჩვენ რა თქმა უნდა, მინიმუმამდე დავწიეთ ეს საბანკო პროცენტი, მაგრამ 36 % მაინც მაღალია პენსიონრებისთვის. ამიტომ, ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ შევქმენით კომისია, იმუშავეს ამ საკითხზე და შეჯერდნენ, რომ აღნიშული 26 %-ს არ აცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს, რაც კიდევ ერთი შვება იქნება ჩვენი პენსიონრებისთვის, " - განაცხადა პრემიერმა.