გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: პირველი მარტიდან ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას

14-02-2022

პირველი მარტიდან და ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ, დასაქმება და საკუთარი თავის რეალიზება.


„რამდენიმე კვირის წინ მე ღიად ვისაუბრე ამ საკითხზე. ეს არის ინიციატივა, რომელიც შეეხება საზოგადოებრივი ამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში და სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. ამ მიზნით ჩვენ ნოემბერში დავიწყეთ მუშაობა. ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით მე გუნდი გავგზავნე ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითის დასამუშავებლად. ჩვენ შევისწავლეთ კარგად, თუ როგორ მუშაობდა ევროპაში აღნიშნული ინიციატივა და დღეს გვაქვს მზაობა, რომ დავიწყოთ ეს ინიციატივა.


მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რას გულისხმობს ეს ინიციატივა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა და კარგად ვიცით, რომ გზა სიღარიბის დაძლევისკენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის.


ამიტომ, ჩვენ წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა, შრომისუნარიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უნდა ითქვას, რომ უმოქმედობის უბიძგებს. 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან 200 000-მდე მეტი შრომისუნარიანია. ანუ 200 000 შრომისუნარიანი მოქალაქე არ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, ეკონომიკაში არ მონაწილეობს და არიან აბსოლუტურად დემოტივირებულები, რომ დასაქმდნენ ლეგალურად. ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ყველას, ვისაც ეს სჭირდებათ, მაგრამ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ, დასაქმება, ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები, ყველა, ვისაც ეს შეუძლია, ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში. ამიტომ, ამ მიზნით, ჩვენ მ პროცესს დავიწყებთ პირველი მარტიდან და ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას", - განაცხადა პრემიერმა.