გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს

14-02-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის სფერო სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ესენია: ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათის კვლევა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.

 

ლაბორატორია აკრედიტებულია და აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO (ისო) 17025.

ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ  საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტირებულია.

 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/