გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: მინდა ვთხოვო, დავავალო ბატონ ლაშა ხუციშვილს, რომ "თელმიკოს" მიერ დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლაში საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთოს

14-02-2022

სრული სურათის დასადგენად მივიღე გადაწყვეტილება და მინდა ვთხოვო, დავავალო ბატონ ლაშა ხუციშვილს, რომ "თელმიკოს" მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ შემოწმების შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, თუ რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი.


"ბოლო პერიოდი ვაკვირდები საინფორმაციო კამპანიას და ვუსმენთ რა მოსახლეობის ჩივილებს, განწყობებს, საკითხი შეეხება კომუნალური გადასახადების დაანგარიშებას. მოგეხსენებათ კარგად, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა ამ საკითხზე ჩვენი ბევრი თანამოქალაქე იღებს არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს, თუ ამას შეიძლება არგუმენტირებული ვუწოდით, რაც დამატებითი სპეკულაციის საშუალება გახდა. ვიცი, რომ ამ საკითხზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო შესწავლა და გააკეთა განმარტება, რომ სემეკის სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს "თელმიკოსა" და "თელასის" მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს, მაგრამ სრული სურათის დასადგენად მივიღე გადაწყვეტილება და მინდა ვთხოვო, დავავალო ბატონ ლაშა ხუციშვილს, რომ "თელმიკოს" მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ შემოწმების შედეგი. ჩვენ უნდა ვნახოთ, რეალურად, რაიმე უსამართლობას ხომ არ ჰქონდა ადგილი, შეიძლება რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, ტექნიკურს მექანიკურს, არ ვიცი რეალურად რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ აუცილებელია უმოკლეს ვადებში ჩვენს მოსახლეობას გავცეთ პასუხები. ეს პასუხი უნდა იყოს არგუმენტირებული. თუ არავითარი დარღვევა არ აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, რეაგირება ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი. ამიტომ, ბატონო ლაშა, გთხოვთ, რომ ამ საკითხზე მოახდინოთ რეაგირება", - აღნიშნა პრემიერმა.