14-02-2022
საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი ითვალისწინებს, ხელს შეუწყობს ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებს შორის, GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტის დამკვიდრებას.
მომხსენებლის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, აღნიშნული ცვლილებით მოხდება ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლების, საბითუმო რეალიზატორების და ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებს შორის თანაბარი მიდგომების, ფარმაცევტულ ბაზარზე სამართლიანი კონკურენციისა და ხარისხის სტანდარტების დამკვიდრება.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.