გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპში 3,7 კილომეტრი სიგრძის სარწყავ არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

15-02-2022

„საქართველოს მელიორაცია” შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხების მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. სოფელ დოესსა და გრაკალში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან 3,7 კილომეტრი სიგრძის არხები იწმინდება.


ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს; შედეგად, სოფელ დოესისა და გრაკალის 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.


საირიგაციო არხების აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.


„საქართველოს მელიორაცია“, წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.