გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სვანეთში მშენებარე ჰესებთან - „მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ - დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს

9-05-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ ეკონომიკისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრების მოადგილეებთან, ინვესტორებსა და სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სვანეთში მშენებარე ჰესების - „მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ - მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. მხარეებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არც ერთი ჰიდროელექტროსადგური მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მჭიდრო კომუნიკაციისა და შეთანხმების გარეშე არ აშენდება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა, ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარება არ უნდა მოხდეს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ.

„ენერგეტიკული სიმძლავრეების ზრდა, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. სახელმწიფო ერთი მხრივ უზრუნველყოფს განვითარებას და მშენებლობის უწყვეტ წარმართვას და მეორე მხრივ, ამ პროცესში მოსახლეობის ინტერესების დაცვას და მათ ჩართულობას. ჩვენ მოსახლეობას მივეცით გარანტია, რომ მათი აზრის გათვალისწინების გარეშე მშენებლობა არ შედგებოდა“, - აღნიშნა კახა საბანაძემ.

შეხვედრაზე, პოზიციათა გაცვლის შემდეგ, ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ეკონომიკური სიმძლავრეების გაზრდას და ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და მშენებარე ჰესებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.
მშენებარე ჰესების საკითხს საზოგადოების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. სხვა უწყებებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინვესტორებსა და მოსახლეობას შორის მედიატორის როლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა ახალი საკანონმდებლო ცვლილება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი წარიმართოს მთავრობასა და მოსახლეობას შორის ეფექტური, მჭიდრო კომუნიკაციით, მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობითა და ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით.