გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წამყვანი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის პრეს-ტურს მართავს

15-02-2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მაღალრეიტინგული საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მასპინძლობს.


პრეს-ტურის ფარგლებში საქართველოს ცნობილი ჟურნალისტები ეწვივნენ, რომლებიც სტატიებს ამზადებენ შემდეგი გამოცემებისათვის: “The New York Times”, BBC”-ის, “Forbes“, Independent”, Dazed Magazine, “Marie Claire”, “Sunday Times” და ”Sueddeutsche”.


„ჩვენ ვმასპინძლობთ წამყვანი მედია პლატფორმების: BBC, New-York Times, Forbes, Independence-ისა და სხვა გამოცემების ჟურნალისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენი მიზანია საერთაშორისო ბაზარზე ყველა კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტის წარმოჩინება მოხდეს და შესაბამისად ჟურნალისტების მიერ მომზადებულ სტატიებში წარმოდგენილი იქნება ჩვენი კულტურა, ღვინო, გასტრონომია, გამაჯანსაღებელი ტურიზმი და სამთო კურორტები. ეს კიდევ ერთი დამატებითი საშუალებაა, მსოფლიოში პოზიციონირება გავუკეთოთ ჩვენს ტურისტულ მიმართულებას და კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს ველოდოთ სხვადასხვა ქვეყნიდან“.-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.


„საქართველოში პირველად ვარ, ძალიან მომწონს თქვენი კულტურა, აეროპორტიდან გამოსვლის შემდეგ დიდი ძეგლები დავინახე, აღმოვაჩინე დიდი და გრძელი შენობები, რომელსაც არ ველოდებოდი. ყველაზე მეტად გამაოცა ძველი თბილისის აივნებმა. საქართველოში აღმოვაჩინე ძალიან მრავალფეროვანი კულტურა და ძალიან ლამაზი მოხაზულობის ანბანი. ჩემს სტატიაში ვაპირებ ხალხის, მათი სტუმართმოყვარეობის, კერძების შესახებ გავუზიარო მკითხველს შთაბეჭდილებები. ჩვენი გამომცემლობა მიუნხენში მდებარეობს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი გამოცემა, რომელსაც 1.1 მილიონი მკითხველი ჰყავს დღეში. ბეჭდურთან ერთად რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ონლაინ გამოცემა“.-აცხადებს ჯოანა პანდი Sueddeutsche Zeitung-ის რედაქტორი.


„მე მოგზაური ჟურნალისტი ვარ და თბილისში ვიზიტით აღმოვაჩინე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, ულამაზესი ქალაქი“-ამბობს ჟურნალ Forbes-ის ჟურნალისტი ბრენა უილსონი.


„საქართველოში ჩამოსვლამდე, თბილისისა და სვანეთის მონახულებამდე ბევრი წავიკითხე ქართული ღვინის ისტორიის შესახებ, საქართველოში სტუმრობისას გავეცნობი ქართულ სამზარეულოს. ვაპირებ დავათვალიერო თბილისი, ქუთაისი. საქართველოში ბუნების, ლანდშაფტის,კულტურისა და კერძების კარგი კომბინაციაა, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია“.- ამბობს მოგზაური ჟურნალისტი სარა ფრიმენი, რომელიც National Geographic-ის, Sunday Times-ის, BBC-ის და სხვა გამოცემებისთვის ამზადებს სტატიებს.


ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ს, ესპანეთისა და ისრაელის მედიის 7 წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს. პრეს-ტურის ფარგლებში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა უკვე დაათვალიერეს თბილისი. ჟურნალისტები ეწვევიან მცხეთას, ბორჯომს, ბაკურიანს. ასპინძას. დააგემოვნებენ მესხურ სამზარეულოს და ღვინოს.


უცხოელი ჟურნალისტები მოინახულებენ ქუთაისს, წყალტუბოს, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს. ტურის მონაწილეები დაათვალიერებენ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს.


საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები საქართველოს სამთო-სათხილამურო და გამაჯანსაღებელი კურორტების, კულტურის, ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.


პრეს-ტურის მიზანია ევროპის, აშშ-ისა და ისრაელის ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია, ქვეყნის ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა.