9-05-2018
ევროპული სამაუწყებლო ტელეკომპანია EuroNews-მა (მთავარი ოფისი - ლიონში, საფრანგეთი) ეთერში გადასცა სიუჟეტი საქართველოში ტურიზმის მდგომარეობის შესახებ, კერძოდ კი - გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის თაობაზე.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ დენის ლოკტევის ავტორობით მომზადებული სიუჟეტის ტექსტურ ვერსიას ქართულ ენაზე:
„დიდი კავკასიონი - ევროპის მთათა სისტემაში ყველაზე მაღალ ქედს წარმოადგენს. ახლა, აპრილის ბოლოს, ჩვენ გუდაურში ვიმყოფებით, რომელიც საქართველოში ყველაზე ცნობილი და პოპულარული სამთო კურორტია. აქ სათხილამურო ტრასები 3 ათას მეტრზე იწყება, ტურისტული სეზონი კი დეკემბრიდან აპრილის ბოლო რიცხვებამდე გრძელდება. გუდაური განთქმულია თოვლის ხარისხით, ხოლო მის ინფრასტრუქტურას რესპუბლიკაში ანალოგი არ აქვს. ნინო ტყავაძე აქ რეგულარულად ჩამოდის: „გუდაური საქართველოს განთქმული სამთო-სათხილამურო კურორტია. ახლოა თბილისთან, რაც კომფორტულობას მატებს. ვფიქრობ, მას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, აქაური მთების მონაცემების გათვალისწინებით“, - ამბობს იგი.
თბილისიდან გუდაურში ამოსვლა სულ რაღაც ორი საათის განმავლობაში შეიძლება. გუდაურში არსებული ტრასების საერთო სიგრძე 70 კილომეტრს აღწევს. აქ არის უდიდესი შესაძლებლობები ფრირაიდის მოყვარულებისათვის და ექსტრიმი ყველაზე გაბედული ტურისტებისთვის“, - აღნიშნულია მასალაში.
newspress