გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

16-02-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტი მოიცავს  მედიცინის ფაკულტეტის,  ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის, გერონტოლოგიისა და ვივარიუმის შენობების, ასევე შიდა და გარე ეზოების რეკონსტრუქციასა და მოწყობას. ამასთან, სრულად მოხდება  შენობების რეაბილიტაცია, მოეწყობა დასასვენებელი სივრცე სტუდენტებისთვისა და პერსონალისთვის. 

 

სარემონტო სამუშაოები 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. პროექტი   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს  დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 3.5 მილიონ ლარს შეადგენს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, კანცლერი ლაშა საღინაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი დიმიტრი კორძაია და მორფოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლები მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

 

თსუ  რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, სარემონტო სამუშაოების შედეგად მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო-კვლევითი კორპუსები სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.

 

 „რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს,  სარემონტო სამუშაოებისთვის 3.5 მილიონი  ლარი გამოიყო, რის შედეგადაც,  მომავალი წლისთვის მედიცინის ფაკულტეტი სრულად იქნება აღჭურვილი  თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურით. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

 

როგორც თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი კორძაიამ აღნიშნა, 2023 წელს სტუდენტები სრულად განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი აკრედიტებული პროგრამებით გააგრძელებენ სწავლას.

 

„2021 წელი მედიცინის ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო. ჩვენმა ყველა პროგრამამ  აკრედიტაცია გაიარა, მიმდინარე 2022 წელი კი დიდი განახლებებით დაიწყო. სტუდენტები სულ მალე მიიღებენ კამპუსს, არამარტო კარგად აღჭურვილი, არამედ სრულყოფილად გარემონტებულ შენობებითა და  კეთილმოწყობილი ეზოთი,“-განაცხადა დიმიტრი კორძაიამ.

 

მისივე თქმით, მედიცინის ფაკულტეტის ყველა სტუდენტი უნდა იყოს ჩართული სერიოზულ კვლევით აქტივობაში. იქმნება პირამიდული მოდელი, რომლის თავშიც იქნება სამეცნიერო დეპარტამენტი, შემდეგ დოქტორანტები და მათზე მიმაგრებული სტუდენტები.

 

„მედიცინის ფაკულტეტზე სწორედ ამ მოდელის იმპლემენტაციაა დაწყებული და მისი სრულფასოვანი მოქმედებისთვის მნიშვნელოვანია სრულად გარემონტებული და აღჭურვილი აუდიტორიები და კლინიკა,“- დასძინა დიმიტრი კორძაიამ.

 

თსუ კანცლერის ლაშა საღინაძის ინფორმაციით, მედიცინის ფაკულტეტზე დაწყებული სარემონტო სამუშაოების პარალელურად, თსუ-ში  სხვა მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

 

„ჩვენ ვიმყოფებით ბელიაშვილის ქუჩაზე მედიცინის ფაკულტეტის და მორფოლოგიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე, სადაც დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს შენობა-ნაგებობებისა და შიდა და გარე ეზოების მასშტაბური განახლება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტის სხვა სასწავლო კორპუსებშიც დაწყებულია ამ ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები და ვიმედოვნებთ,რომ შემდგომი სასწავლო წლისთვის  მრავალი რეაბილიტირებული სასწავლო-კვლევითი და სტუდენტური სივრცე შეემატება უნივერსიტეტს,“- აღნიშნა ლაშა საღინაძემ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს აკადემიური და კვლევითი დანიშნულების 27 შენობაშია განთავსებული. 2023 წლის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება.