9-05-2018
ევროპული სამაუწყებლო ტელეკომპანია EuroNews-მა ეთერში გაუშვა ვიდეოსიუჟეტი, რომელიც საქართველოს "შავიზღვისპირეთის მარგალიტს", აჭარასა და ბათუმს ეძღვნება. „ბათუმის ცაში, არგონავტთა ნაკვალევზე“, - ასეთი სათაური აქვს ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც ნათქვამია:
„ბათუმი აჭარის ადმინისტრაციული ცენტრია, საქართველოს ერთ-ერთი დიდი ქალაქი, ქვეყნის ყველაზე პოპულარული შავიზღვისპირა კურორტი და ნავსადგური. საბაგირო გზა „არგოს“ მეშვეობით ანურიას მთაზე ახვალთ, ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე. აქედან თქვენ ბათუმის თვალწარმტაცი ხედით დატკბებით.
ბათუმი პირველად ჩვენს ერამდე მე-4 საუკუნეში მოიხსენიება. მისი ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ძველ ბერძნულ მითებთან იაზონისა და არგონავტების შესახებ. დღეს ბათუმი დინამიურად განვითარებული ტურიზმის, გართობისა და ვაჭრობის ცენტრია, რომელსაც შესანიშნავი პერსპექტივა აქვს.
ბათუმელი ლია ფუტკარაძის თქმით, „საბაგირო გზა ბათუმის დათვალიერების კარგი საშუალებაა, საიდანაც მთები და შავი ზღვა მოჩანს“.
ქალაქის პანორამით რომ დატკბებით, მთიდან დაშვებას ნუ იჩქარებთ: იქ თქვენ მრავალი გასართობი გელოდებათ, ცოცხალი სიმღერები, მუსიკა და ქართული ეროვნული სამზარეულოს საუკეთესო კერძები“, - აღნიშნავს დენის ლოკტევი“.