გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კონსურში „მწვანე ჯილდო“ მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება გრძელდება

17-02-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „მწვანე ჯილდო“ მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებსა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებს/მეთოდისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს: დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში; სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით; ატარებენ აქტივობებს დამხმარე სახელმძღვანელოებიდან „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” (საშუალო სკოლაში) და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”(საბავშვო ბაღში). ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.



„განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 მარტი.