გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ფშავის არაგვი მდინარის კალმახის 30 000 მდე ქვირითით დათევზიანდა

17-02-2022

ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე,მდინარე ფშავის არაგვი 30 000 კალმახის ქვირითით დაათევზიანეს.


მდინარის კალმახის  ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანის მინიმალური ჩარევით,  მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება  და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.


სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში მარტივადახდენს ადაპტაციას.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნისა სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს.  სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად,  ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაცის ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანება ხდება საქართველის წითელი ნუსხის სახეობის აღდგენის მიზნით.