17-02-2022
„Z x სტარტაპერი“ - ასე ჰქვია ინიციატივების ერთობლიობას, რომელსაც თიბისი სპეციალურად ახალი თაობის ანტრეპრენერებისთვის, პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში ახორციელებს. „Z x სტარტაპერი“ Z თაობის სტარტაპერებისთვის ბიზნესის წამოწყების და განვითარების გამარტივებას და მათი საჭირო ცოდნითა და გამოცდილებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
„ახალი თაობის მხარდაჭერა და გაძლიერება თიბისის სტრატეგიის მნიშვენლოვანი ნაწილია. გვინდა, ქვეყანაში უმცროსი თაობის ანტრეპრენერებს ბიზნესის წამოწყების და განვითარების შესაძლებლობა გავუმარტივოთ და შევქმნათ ახალი თაობის სტარტაპერების ეკოსისტემა. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებში ანტრეპრენერული სულისკვეთება წავახალისოთ და მათ სტიმული მივცეთ, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, მასშტაბურად იაზროვნონ, შეცდომებზე ისწავლონ. საბოლოოდ, კი წარმატებული ბიზნესები აშენონ და შექმნან ხარისხიანი პროდუქტი თუ მომსახურება“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
ინიციატივები, რომლებსაც თიბისი სტარტაპერების ახალი თაობის მხარდასაჭრად ახორციელებს:
„სტარტაპერი“ თიბისის პროგრამაა, რომლის მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესების წამოწყების სტიმულირებაა. პროგრამა მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას.
სტარტაპერის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://startuperi.ge