17-02-2022
თუ ამ ბრძოლაში ისევ შემოვა ბრინჯაოს გიორგიდ წოდებული გახარია, რომელიც სულ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის იმიტომ, რომ რამენაირად გადაიყვანოს მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა უფრო საინტერესო გახდეს ეს ამბავი - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რუსთავში 2 აპრილს გასამართ შუალედური არჩევნების კომენტირებისას.
მისი თქმით, ერთადერთი ინტრიგა რჩება, შემოვარდება თუ არა ამ თამაშში ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი გახარია. მისივე თქმით, შეუძლებელია ირაკლი შატაკიშვილს გარდაბნის ისტორიულ სოფლებში და რუსთავში მოუგოს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა, მითუმეტეს, თუ ეს იქნება სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ბადრი ჯაფარიძე“.
„თუ ამ ბრძოლაში ისევ შემოვა ბრინჯაოს გიორგიდ წოდებული გახარია, რომელიც სულ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის იმიტომ, რომ რამენაირად გადაიყვანოს მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა უფრო საინტერესო გახდეს ეს ამბავი. თუ ამას ვერ გაბედავს, იმიტომ, რომ ძალიან გაშიშვლა „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის მათი პოლიტიკა, კიდევ უფრო მარტივი იქნება. ის 2-3%, რომელიც გახარიას ანგარიშზეა დარჩენილი, შეიძლება იყოს ცოტა უხერხულობა ჩვენთვის. ახლა ერთადერთი ინტრიგა რჩება, შემოვარდება თუ არა ამ თამაშში ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი გახარია. ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი, ვინაიდან შეუძლებელია ირაკლი შატაკიშვილს გარდაბნის ისტორიულ სოფლებში და რუსთავში მოუგოს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა, მითუმეტეს, თუ ეს იქნება სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ბადრი ჯაფარიძე“, - განაცხადა მდინარაძემ.