გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპის სოფელ ხოვლეში არსებულ სკვერს რეკონსტრუქცია უტარდება

17-02-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში არსებული სკვერის სრული რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს.


ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ახალი ჭიათურა“-ს მიერ არსებეული სკვერის დემონტაჟი უკვე დაასრულა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.


სკვერში დაიგება დეკორატიული ფილები, გამწვანდება ტერიტორია, მოეწყობა გარეგანათება და განთავსდება დასასვენებელი სკამები. აღდგენილი იქნება სკვერში არსებული ომის ვეტერანთა მემორიალიც.


"სოფელში 700-მდე ოჯახი ცხოვრობს და დასასვენებლი სივრცის არსებობა აუცილებელია. მუნიციპალიტეტის მერიამ, ხოვლეს სკვერის სარეაბილიტაციო თანხა დგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო და მასზე 176 667 ლარი დაიხარჯება" - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.