17-02-2022
„მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, საგამოძიებო სამსახური შეუფერხებლად განაგრძობდა ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას.
„მხოლოდ 2021 წელს, სახელმწიფოს სასარგებლოდ მობილიზებულ იქნა 109 340 627 ლარი, რაც სამსახურის ფუნქციონირების მთელი პერიოდის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. გარდა ამისა, ამოღებულია 838 902 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, ამოღებული და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია 1 858 379 ლარის ღირებულების 14 546 გრ ოქროსა და ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია, მოტყუებით დაუფლებული 8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ჯამში, 73 649 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულ იქნა 11 ავტოსატრანსპორტო საშუალება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.