9-05-2018
ქუთაისის მერმა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქუთაისში, მეორე მსოფლიო ომის 22 ვეტერანი ცხოვრობს და დღეს ქალაქის მერიამ თითოეულს 1000 ლარი გადასცა.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ვეტერანები განსაკუთრებით დასაფასებელი ადამიანები არიან, რადგან მათ საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
,,დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე, განსაკუთრებით ვეტერანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლით გარისკეს ფაშიზმის წინააღმდეგ და მსოფლიოს მშვიდობა მოუტანეს. ეს ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას და დაფასებას საჭიროებენ,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
"ინტერპრესნიუსი"