გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა დასაქმების პროგრამაზე: აღნიშნული პროგრამა პასუხობს ქვეყნის სოციალურ პოლიტიკას

17-02-2022

„მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა დასაქმების პროგრამების მნიშვნელობაზე.


როგორც მან აღნიშნა პროგრამის მიზანია, აღნიშნულ პირებს ერთი მხრივ, მიეცეთ შესაძლებლობა დასაქმდნენ, მათ შორის, კერძო სექტორში ისე, რომ მათ არ შეუწყდეთ სოციალური განაცემები მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ხოლო მეორე მხრივ, ამ პროექტში ჩაერთოს სახელმწიფო, რათა მოსახლეობის ამ კატეგორიამ შეძლოს დასაქმება სპეციალურად შემოთავაზებულ სამუშაოებზე და დამატებით, გარდა სოციალური დახმარებისა, მიიღონ 300 ლარის ოდენობით ხელფასი.


„ერთი მხრივ, ეს საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, მიიღონ უფრო მეტი შემოსავალი და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის შესაძლებლობა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. სოციალურ სამუშაოებზე დასაქმების შემდგომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისინი გადაინაცვლებენ კერძო სექტორში. ეს პრაქტიკა ევროპის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. შესაბამისად, ეს პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი დაფინანსება მოხდება იმ სოციალური განაცემების ბიუჯეტიდან, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მოინახება დამატებითი რესურსები ამავე ანგარიშიდან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.