გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თიბისის ფილიალებში ახალი ბიზნესის რეგისტრაციას შეძლებთ

18-02-2022

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით თიბისი მეწარმეებს კომპანიის რეგისტრაციის გამარტივებულ გზას გთავაზობთ.  თქვენ უკვე შეგიძლიათ თიბისის 50 ფილიალში დაარეგისტრიროთ კომპანია, რაშიც ბიზნეს გიდი დაგეხმარებათ.

 

პროცესი საკმაოდ მარტივია და ბანკში ერთი ვიზიტით შესაძლებელი ხდება როგორც ბიზნესის დარეგისტრირება, ისე ანგაირიშის გახსნა და სხვა ფინანსური თუ არაფინანსური ოპერაციების განხორციელება.

 

თიბისის ფილიალში მისულ თვითდასაქმებულს თუ კომპანიის წარმომადგენელს, დახვდებათ კვალიფიციური, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიზნეს გიდები, რომელიც დაეხმარებათ კომპანიის რეგისტრაციაში. გარდა ამისა, ბიზნეს გიდი საბანკო და არაფინანსურ პროდუქტებსა თუ პროცესებსაც გააცნობს,  რაც მეწარმეებს  საკუთარი ბიზნესის უკეთ წარმართვაში და შემდგომ განვითარებაში დაეხმარებათ.

 

თუკი აქამდე, მეწარმეების დროის დიდი ნაწილი კომპანიის რეგისტრაციაზე, საოპერაციო პროდუქტებზე, სესხებზედა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას ეთმობოდა, ახლა უკვე ამ ფუნქციას ბიზნეს გიდები შეითავსებენ, რომლებმაც თიბისიში სპეციალური გადამზადება გაიარეს. ეს კი მომხმარებელს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს.