გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სენაკში, 4კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

18-02-2022

შპს „საქართველოს მელიორაცია“, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდში, დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.


ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 4 კილომეტრი სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.


ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში, 165 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც ერთწლოვანი კულტურების წარმოების შესაძლებლობას და მოსავლიანობას გაზრდის.


დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება.