გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

18-02-2022

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ო.რ.-ს და ზ.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, 46 300 დოლარი და 113 500 არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი გამოავლინეს.


არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 120 359,34 ლარი შეადგინა.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) 23 162,1 ლარი შეეფარდა.