გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პროექტის „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის” ფარგლებში ონლაინ რეჟიმში შეხვედრა გაიმართა

18-02-2022

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, კასპში გენდერული თანასწორობის საბჭოს და 1325 სამუშაო ჯგუფის წევრები, ასევე გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი მონაწილეობდნენ - ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალმშვიდობისმშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) ერთობლივი პროექტის „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის” ფარგლებში ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაში.

 

შეხვედრის მიზანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზულუცია #1325 ლოკალიზაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზულუცია #1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის წადგენა, კარგი პარქტიკების გაზიარება და მომდევნო წლებში მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი საქმიანობების გაცნობა იყო.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის #1325 ლოკალიზაციის მნიშვნელობა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა Maria Victoria (Mavic) Cabrera Balleza- ქალთა მშვიდობის მშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ხოლო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობაზე თეონა აქუბარდიამ - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა.

 

პრეზენტაციები წარმოადგინეს - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომდგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ, იულია ხარაშვილმა - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს ხელმძღვანელმა, ქალტა ფონდ „სოხუმი“-ს ხელმძღვანელმა ალლა გამახარიამ.შეხვედრის მსვლელობას უძღვებოდა და შედეგები შეაჯამა ელენე რუსეცკაიამ- ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა.