გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონში მწერალ გიორგი ხიმშიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

18-02-2022

ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ლიტერატურული საღამო: ,,გულის ჯიბეში შენახული ენძელები" გაიმართა.


ღონისძიება მწერალ კოტე ხიმშიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.


ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გამოიფინა თემატური ლიტერატურა, რომელიც დაკავშირებული იყო მწერალ კოტე ხიმშიაშვილის ცხოვრებასთან, ოჯახთან და საბჭოთა რეპრესიების დროს დაღუპულ მწერლებთან.


ლიტერატურულ საღამოზე პოეტმა ანა ერისთავმა წაიკითხა ამონარიდები მწერლის შემოქმედებიდან. შეხვედრაზე გაიხსენეს კოტე ხიმშიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენები და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საბჭოთა რეპრესიების დროს დაღუპული მწერლების ხსოვნას.