გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ლაზარაშვილმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა

18-02-2022

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის წარმომადგენლობის ინიციატივით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილესთან რუბენ კარაპეტიანთან ერთად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.


მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე დეტალურად ისაუბრა.


აქცენტი გაკეთდა საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის სისტემების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სადარბაზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ და სხვა მასშტაბურ პროექტებზე.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.