გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა კომპანია Jigsaw Google-ის დამფუძნებელთან ჩვენი სამომავლო პარტნიორობის განსახილველად

18-02-2022

ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში კომპანია Jigsaw Google-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ ჯარედ კოენთან შეხვედრა ჩვენი სამომავლო პარტნიორობის განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს.


მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს კიბერსაფრთხეებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.


„ციფრული და კიბერსივრცის უსაფრთხოება, მტკიცებულებებსა და კვლევებზე დაფუძნებული საერთაშორისო პრაქტიკა საქართველოსთვის მუდმივ საჭიროებად იქცა, რადგან კიბერსაფრთხეებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის წინა ხაზზე ვიმყოფებით", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.