გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრესტურის წარმომადგენლები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ

19-02-2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებს იმერეთში მასპინძლობს.


ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო პირველი ლოკაცია რომელიც მოინახულეს მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ჟურნალისტებმა.


თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა განათლების ახალმა სივრცემ მოხიბლა ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ს, ესპანეთისა და ისრაელის მედიის წარმომადგენლები.


ქუთაისი, როგორც მზარდი საგანმანათლებლო პროექტების ქალაქი, საქართველოს შესახებ მომზადებულ სტატიებში სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად მოხვდება ისეთი გამოცემების ფურცლებზე როგორებიცაა "The New York Times", BBC"-ის, "Forbes", Independent", Magazine, "Marie Claire", "Sunday Times" და "Sueddeutsche zeitung".


იმერეთში ტურის ფარგლებდი მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტები მოინახულებენ ქუთაისსა და წყალტუბოს. ეწვივიან დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით.