გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯუანშერ ბურჭულაძე: მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში პრემიერის შეხვედრები სახელმწიფო მეთაურებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან აუცილებლად გამოიღებს შედეგს

20-02-2022

პრემიერს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, პრემიერ-მინისტრის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.


მისი თქმით, შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხი რეგიონში არსებული გამოწვევები იყო.


„რომ შევაჯამოთ პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი დელეგაციის დასწრება მიუნხენის კონფერენციაზე, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. პრემიერს ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს, როგორც საერთშორისო საზოგადოების წინაშე ჩვენი როლის კიდევ ერთხელ ხაზგასმის კუთხით, ასევე, ის ბიზნეს პოტენციალი, რაც საქართვლოს გააჩნია, აუცილებლად იქნება გამოყენებული მაქსიმალურად ჩვენი ხელისუფლების პირობებში.


მთავარი საკითხი, ძირითადად რის გარშემოც ტრიალებდა თემები, ეს იყო რეგიონში არსებული გამოწვევები. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირში და ყველა ნაბიჯი და ის რისკი, რაც შეიძლება ახლდეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, უნდა იყოს ზუსტად შეფასებული", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.