გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი GLOBSEC-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: სლოვაკეთთან პოლიტიკური კავშირების გარდა, არსებითი მნიშვნელობა აქვს კვლევით და ანალიტიკურ სექტორებთან ურთიერთობების განმტკიცებას

20-02-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი GLOBSEC-ის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან რობერტ ვასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები.


"მქონდა სასიამოვნო შეხვედრა რობერტ ვასთან (GLOBSEC). სლოვაკეთთან პოლიტიკური კავშირების გარდა, არსებითი მნიშვნელობა აქვს კვლევით და ანალიტიკურ სექტორებთან ურთიერთობების განმტკიცებას. განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.