გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აჭარაში ოთხ თვეში ტუბერკულოზის 130 ფაქტი დაფიქსირდა

9-05-2018

აჭარაში 2018 წლის იანვრიდან-აპრილის ჩათვლით - 4 თვეში,  ტუბერკულოზის 130 ახალი ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

დაავადებულთაგან სტაციონარში მხოლოდ 38 ადამიანი მკურნალობს. საავადმყოფოს შენობის უმეტეს ნაწილში იატაკი და ჭერი დაზიანებულია, ინვენტარი ძველია,  რთული მდგომარეობაა ლაბორატორიაშიც.

მოქალაქეები ამ ლაბორატორიაში გამოკვლევებს იტარებენ, თუმცა ხშირად სტაციონარში მკურნალობაზე უარს ამბობენ, რადგან ელემენტარული სანიტარული ნორმები დარღვეულია. 

ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულების მხოლოდ ერთი ნაწილი, სადაც მძიმედ დაავადებულები მკურნალობენ, საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“-მ გაარემონტა.

imedinews.ge