გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე 16 საკითხი განიხილა

21-02-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილა.


მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვით, თბილისში, ასევე ონში, ბინათმესაკუთრეთა 9 ამხანაგობას, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 279 დევნილი ოჯახი (791 პირი), გადაეცა 53-მდე ფართი. ქონება წარმოადგენს საერთო სარგებლობის, არასაცხოვრებელ ფართებს და ისინი ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრების უფლებით დაუკანონდებათ, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.


საქართველოს მთავრობა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ბინებითა და დამხმარე ფართებით, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფის პროცესს აქტიურად გააგრძელებს.


მთავრობამ ასევე გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოში მზისა და ჰიდრო ელექტროსადგურების შექმნას ითვალისწინებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დაგეგმილია შიდა ქართლში, ხოლო ოთხი ჰიდროელექტროსადგურის - ქვემო ქართლის რეგიონში.
ჯამურად, ხუთივე სადგურის შესაქმნელად, გათვალისწინებულია 15 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია.