გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფლის სკოლებში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები გაიხსნება

10-05-2018

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა „12 ნაბიჯი ხარისხიანი განათლებისკენ“, რომლის მიხედვითაც, სოფლის სკოლები საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად გარდაიქმნება. სკოლა გააერთიანებს საბავშვო ბაღს, კოლეჯს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს.

„ჩვენ მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება. სოფლის სკოლები უნდა გახდეს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები.

გაკვეთილების დასრულების შემდეგ სკოლები იქნება ღია მთელი სოფლის მოსახლეობისთვის, სადაც მათ შეეძლებათ გააგრძელონ განათლება თუ ამის სურვილი გააჩნიათ. ისწავლონ, გაიღრმავონ ცოდნა. აქ იქნება მრავალი კულტურული ღონისძიება.

ეს სერიოზულ შედეგს მოგვიტანს. მთელი სოფლის მოსახლეობა ჩართული იქნება იმ სოფელში მდებარე სკოლის ცხოვრებაში. ამ გზით მიიღწევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების მიღების უწყვეტობა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, იგეგმება Microsoft-ის საგანმანათლებლო პროექტ Minecraft Education Edition-ის სკოლებში დანერგვა. თამაშზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პროგრამას პედაგოგები გარკვეული საგნების სწავლების დროს გამოიყენებენ, რაც მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს არაფორმალური განათლების ხელშეწყობასაც. კერძოდ, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტრო ხელს შეუწყობს სეზონური სამეცნიერო სკოლების ფუნქციონირებას. გაიზრდება ხელმისაწვდომობა ახალგაზრდულ და მოსწავლეთა ბანაკებზე. ბანაკების ინტერნაციონალიზაცია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების უცხოელ თანატოლებთან დამეგობრებას და ახალგაზრდული დიპლომატიის განვითარებას.

განათლების მინისტრის თქმით, სამოქმედო გეგმა განათლების ყველა დონეზე - ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში ხარისხის ამაღლებას ემსახურება, რაც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია და გარკვეული კომპონენტების განხორციელება უკვე დაწყებულია.

reginfo.ge