გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგია: ბიოსფერული რეზერვატი საშუალებას მოგვცემს დავიცვათ და შევინარჩუნოთ საქართველოს უნიკალური, ბუნებრივი სიმდიდრე

22-02-2022

სამხრეთ კავკასიაში პირველი ბიოსფერული რეზერვატი საქართველში დაარსდება. საქართველოში ბიოსფერული რეზერვატების ნომინაციის შექმნისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე მომზადდა და მთავრობის სახელით, UNESCO-ს პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო” სამდივნოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარუდგინა.


ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პროექტის „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“ დახურვისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.


„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, სადაც ერთდროულად ორი ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება (სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი თუშეთში და დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში). ეს იქნება იუნესკოს მიერ აღიარებული ტერიტორიები.


ევროპის არაერთი ქვეყნის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ბიოსფერული რეზერვატების სწორი მართვით, ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებულ სარგებელს იღებს. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში წარმოებულ აგროპროდუქციაზე კი, მსოფლიოში სულ უფრო მზარდი მოთხოვნაა. რეზერვატების არსებობა ეკოტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი პირობაც არის“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირს, გერმანიის მთავრობას, მიხაილ ზუკოვის ფონდს და კავკასიის რეგიონულ ცენტრს (REC caucasus) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ, ბიოსფერული რეზერვატი საშუალებას მოგვცემს დავიცვათ და შევინარჩუნოთ საქართველოს უნიკალური, ბუნებრივი სიმდიდრედა ამავე დროს, გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.
,,ვფიქრობ, ეს არის ისტორიული დღე, რადგან UNESCO-ში წარდგენილია ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ეს არის სამინისტროსთან, მუნიციპალიტეტთან და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ერთად რამდენიმეწლიანი შრომის შედეგი, რომელიც უახლოვდება იმ მომენტს, როდესაც შემდეგი ნაბიჯის გადადგმის დრო დგება. შეიძლება ითქვას, რომ ბიოსფერული რეზერვატი პირველია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაშიც. ვხედავთ, რომ ეს არის რეალური მისაბაძი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება - სასიცოცხლო საშუალება მოსახლეობისთვის, რომლებიც სარგებელს იღებენ გარემოდან გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე", - განაცხადა კარლ ჰარცერმა.


ბიოსფერული რეზერვატი მოდელური რეგიონია, რომელიც ხელს უწყობს მდგრად რეგიონულ განვითარებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ის ასრულებს მნიშვნელოვან როლს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების კუთხით. ბიოსფერული რეზერვატი არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ბუნების კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დასანერგად.


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მიერ განხორციელდა. პროექტის მიზანი ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის სადემონსტრაციო მოდელის დაარსებით, კახეთის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.


ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროკავშირის, კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.