გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონში აქცია - " გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე" გაიმართა

22-02-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის მიერ ორგანიზებული კამპანია - " გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე" გაიმართა.


პროექტის მიზანია ლეეკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის აღმოფხვრა.


სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. კამპანიაში - " გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე" მონაწილეობა მიიღო ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილემ ლევან შერაზადიშვილმა, ასევე ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და ონელმა მოქალაქეებმა, რომლებმაც უანგაროდ გაიღეს სისხლი ლეეკემიით დაავადებული ბავშვებისთვის.


იაშვილის კლინიკა ერთადერთია საქართველოში, სადაც მკურნალობენ ლეეკემიით დაავადებული ბავშვები და მათ ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესი სისტემატურად ესაჭიროებათ.


შეგახსენებთ, რომ დონორული სისხლისგან წარმოებს სისხლის კომპონენტის დამზადება და როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილური კლინიკების მომარაგება. სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. შესაძლოა მათი განკურნების ან ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი გზა სისხლის გადასხმა გახდეს, ამიტომ ვირუსუსაფრთხო სისხლის გარანტი კი თქვენ ხართ - უანგარო დონორი.


მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა მადლიერება გამოხატეს ყველა იმ დონორის მიმართ, რომლებმაც ნებაყოფლობით და უანგაროდ გაიღეს სისხლი პატარების სიცოცხლის გადასარჩენად.


სერგი ხიდეშელის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მიიღებს მსგავს ჰუმანურ და ბავშვების სიცოცხლისთვის საჭირო და მნიშვნელოვან კამპანიაში მონაწილეობას, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრმა მოზარდმა დროულად შეძლოს გამოჯანმთელება და სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება.