ორშაბათი, ივნისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
კასპის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

23-02-2022

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლების ქვემო რენეს და ნიგოზას ადგილობრივი მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ავტობანთან დამაკავშირებელი, ასევე ზემო და ქვემო რენეს ერთმანეთთან შემაერთებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.


სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს შიდა ქართლის მხარის რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ, მოადგილე სიმონ გულედანმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.


ამჟამად მზადდება გზის საფუძველი, ეწყობა რკინა ბეტონის კიუვეტები, მოეწყობა ეზოში შესასვლელები და დაიგება ასფალტის ფენა.


ორივე სოფლის გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია, გასულ წელს სოფელ ჩობალაურის და ზემო რენეს გზის მოასფალტების სამუშაოები ჩატარდა. პროექტის სრული სამუშაოების ღირებულება 1 336 200 ლარია.


"ავტობანთან დამაკავშირებელი ოთხივე სოფლის ამორტიზირებულ გზაზე გაჩენილი იყო ორმოები, სანიაღვრე არხის არქონის გამო დაზიანების ხარისხი იზრდებოდა, გადაადგილება უჭირდა როგორც ქვეითად მოსიარულეებს ისე სატრანსპორტო საშუალებებს. პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს არსებული პრობლემის მოგვარებას" - აცხადებენ კასპის მერიის პრესსამსახურში.